თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 219 461 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 6 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1649140
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 219 461 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 47 527-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 219 461 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 596  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 6 493 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 122 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 249 404-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 114 624 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 9 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, გუშინ ანკარაში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპობრივი ნორმალიზაციის კალენდარი გამოაცხადა, რომელიც ივნისის თვეში უნდა განხორციელდეს. ამის მიხედვით, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდება სამუშაო დღეებში, შაბათის ჩათვლით 22.00-დან 05.00 საათამდე (ადგილობრივი დროით), რაც შეეხება უქმე დღეებს, (კვირა) მთლიანად იქნება ჩაკეტილი.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები