თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 286 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 326 046-მდე გაიზარდა
1503280
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 8498-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 115 632 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1603 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 57 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 326 046-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 286 370 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1320 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.