თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  გარდაცვლილთა რიცხვი 6000-ს გასცდა

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  232  913  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1475192
თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  გარდაცვლილთა რიცხვი 6000-ს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 6016-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 82 318  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1263 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 20  პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 251  805-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  232 913 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 942 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები