ერდოღანი: „თურქეთი აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას გააგრძელებს“

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1457020
ერდოღანი: „თურქეთი აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას გააგრძელებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მოძმე აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას გააგრძელებს. ერდოღანმა, სტამბოლში ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, სომხრეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებული თავდასხმა შეაფასა.

„ჩვენ არასოდეს დავტოვებთ მარტოდ მოძმე აზერბაინას. აზერბაიჯანის მიწები (მთიანი ყარაბაღი) ისევ ოკუპირებულია. სამშვიდობო პროცესის უშედეგობა მსგავსი პროვოკაციებისთვის საფუძველს აყალიბებს. სომხეთი აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებს მუდმივად უხსნის ცეცხლს. რაც შეეხება ეუთო-ს მინსკის ჯგუფს,   უკვე 25-30 წელია ამ რეგიონში  კონფლიქტის დარეგულირებას ვერ ახორციელებს“,- განაცხადა ერდოღანმა.

 მან ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების თემასაც შეეხო და დასძინა, რომ ეს მათი შიდა პოლიტიკის თემაა და მასში არავის აქვს ჩარევის უფლება.

პრეზიდენტმა ლიბიის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღემდის ლიბიაში რა პასუხისმგებლობაც აიღეს თავზე, სამომავლოდაც აპირებენ მის გაგრძელებას. მისივე თქმით, თურქეთ-ლიბიას შორის კავშირები ხუთ საუკუნეს ითვლის.



მსგავსი ინფორმაციები