თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი 5400-ს გასცდა
დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1049 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1455024
![თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი 5400-ს გასცდა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/79c1/f190/cff8/5ec38abd7210a.jpg?time=1719185593)
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5402-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 43 231 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 992 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 20 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 214 993-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 196 720 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1049 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.