თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4800-ს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 15  ადამიანი გარდაიცვალა

1435773
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4800-ს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4807-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 45 176 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1562 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 15 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 178 239-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  151 417  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1330 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები