თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 137 969 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 2647 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1431347
![თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 137 969 პაციენტი გამოჯანმრთელდა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/bda4/2c0a/17f2/5eddd74a6c1d0.jpg?time=1719105601)
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4692-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 35 335 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 914 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 23 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 170 132-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 137 969 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 2647 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.