თურქეთში  კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 4000-ს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  2315  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1417488
თურქეთში  კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 4000-ს გასცდა

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4007-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 34 821 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1635 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 55 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  144 749-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  104 030  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 2315 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები