თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში  47 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  3211 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1414594
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში  47 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3786-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 36 187 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1542 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 47 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  138 657-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 92 691  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 3211 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები