თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში  48 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  3412  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1413776
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  ბოლო ერთ დღეში  48 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3689-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 33 687 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1848 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 48 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  135 569-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 86 396  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 3412 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები