თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

1407928
თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი ისევ მცირდება.

ბოლო 24 საათში 89 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანი რიცხვი 3 ათას 81-მდე ავიდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 43 ათას 498 ტესტირება და მათგან 2 ათას 936 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 5 ათას 231 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 44 ათას 22-მდე გაიზარდა.

ამავდროულად ჯანდაცვის მინისტრმა ფარეთთინ ქოჯამ სამეცნიერო საბჭოსთან შეხედრის შემდეგ განაცხადება გააკეთა.

მინისტრის თქმით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების დონე 10%-მდე შემცირდა და დაამატა, რომ „თურქეთმა ეს გამოცდა დღემდე წარმატებით ჩააბარა... ვხედავთ, რომ შემცირება დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს შენარჩუნებული იქნას.“

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესში 7 ათას 428 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, რაც დაავადებულთა მთლიანი რაოდენობის 6,5%-ია.



მსგავსი ინფორმაციები