თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

1406323
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 2900-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 20 143  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2131 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 95 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  112 261-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 33 791  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 4651 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები