თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი 2376-მდე გაიზარდა

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი 2376-მდე გაიზარდა

1403812
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი 2376-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 2376-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 37 535  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 3083 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 117 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  98 674-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 16 477  პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები