თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1600-ს გასცდა
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1600-ს გასცდა
1399634
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 1643-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 40 427 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 4801 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 125 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 74 193-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 7089 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.