ერდოღანი: „არაფერი რჩება იმ ადგილას, სადაც თურქი ჯარისკაცის სისხლი დაიღვრება“

ერდოღანი: „არაფერი რჩება იმ ადგილას, სადაც თურქი ჯარისკაცის სისხლი დაიღვრება“

1353713
ერდოღანი: „არაფერი რჩება იმ ადგილას, სადაც თურქი ჯარისკაცის სისხლი დაიღვრება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  არაფერი რჩება იმ ადგილას ისეთივე, სადაც თურქი ჯარისკაცის სისხლი დაიღვარა. პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს, პარლამენტში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ფრაქციის სხდომაზე  გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანმა, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ასადის რეჟიმის მხრიდან 3 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის დროს  7 სამხედროს და ერთი სამოქალაქოს დაღუპვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „სირიაში შეთანხმებები არ სრულდება. გუშინწინ ჩვენს სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმა, თურქეთისთვის სირიაში ახალი პერიოდის დასაწყისია. თურქეთის მთავარი პრინციპი კი ის გახლავთ, რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი სამოქალაქოს დაზარალების გარეშე განახორციელოს. ჩვენი ცივილიზაცია და კულტურა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ მჩაგვრელს სასტიკად გავუსწორდეთ და ჩაგრულს გვერდში დავუდგეთ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შენაერთები იდლიბში  ყოველთვის გადაადგილდებიან თავისუფლად და თუ საჭირო იქნება, ოპერაციებსაც განახორციელებენ. თუ რეჟიმის ძალები  თებერვლის თვეში თურქეთის მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებიდან უკან არ დაიხევენ, იძულებული გავხდებით პრობლემა ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ“.


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #იდლიბი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები