პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა

1335078
პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანელი გენერლის ქასიმ სულეიმანის აშშ-ს ოპერაციით „ერაყში მიმანიშნებელი ფორმით“ მკვლელობის მიერ შექმნილი რისკები  როგორც ერაყის ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, დაძაბულობის შესამცირებლად თურქეთმა მუშაობა დიწყო და ირანისა და ერაყის ლიდერების თაოსნობით კონტაქტების დროს მხარეებს კეთილგონივრულობისაკენ მოუწოდებენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის წინააღმდეგია გარე ჩარევების და სულეიმანის ფაქტსაც ასე უყურებენ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ოპერაცია ჩატარდა, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა: „ვურჩიე არ გაემწვავებინა დაძაბულობა ირანთან. 4-5 საათის შემდეგ ეს მოხდა.“

ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც 8 იანვარს თურქეთში ჩამოვა, რეგიონალურ და ორმხრივ ყველა საკითხს განიხილავენ.

„ქვეყნის, სახელმწიფოს უმაღლესი რანგის სარდლის მკლელობა, ვფიქრობ რომ ალბათ უპასუხოდ არ დარჩება“-თქვა პრეზიდენტმა.

ერთ-ერთ შეკითხვაზე ერდოღანმა უპასუხა, რომ ლიბიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თურქი სამხედროები ამ ქვეყანაში ეტაპობრივად წავლენ.

 


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები