ერდოღანი უცხოურ ვიზიტებს იწყებს

იგი ჯერ შვეიცარიას, შემდეგ მალაიზიას ეწვევა

1323494
ერდოღანი უცხოურ ვიზიტებს იწყებს

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი შვეიცარიას გაემგზავრება და 16-17 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ჟენევის ლტოლვილთა გლობალურ ფორუმში, რომლის მუშაობაში მრავალი ქვეყნის მაღალი დონის  მაღალჩინოსანთან ერთად ჩაერთვებიან ასევე კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლტოლვილთა წარმომადგენლებიც. ამავე ფორუმის ფარგლებში ერდოღანი შეხვდება რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.

ჟენევაში შეხვედრების დასრულების შემდეგ, თურქი პრეზიდენტი აქედან პირდაპირ მალაიზიას ეწვევა რა, 18-19 დეკემბერს კუალა ლუმპურის ისლამური სამყაროს სამიტს დაესწრება, რომელზედაც მუსლიმანური ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება განხილული. ”დამოუკიდებლობა, განვითარება, კარგი მმართველობა, კულტურა და თვითმყოფადობა, სამართლიანობა და თავისუფლება”, აი ძირითადად ასეთი შინაარსის თემებს დაეთმობა ყურადღება კუალა ლუმპურის სამიტზე. ამავე ფორუმის ფარგლებში ისლამური ქვეყნების ლიდერები მრგვალ მაგიდას გამართავენ თემაზე, ”განვითარების პრიორიტეტები და ტესტები”. აქვე ერდოღანი მოლაპარაკებებს გამართავს როგორც თავის კოლეგებთან, ასევე მალაიზიის პრემიერ მინისტრთან და მეფესთან



მსგავსი ინფორმაციები