პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით ხვალ ამერიკაში გაემგზავრება

1304423
პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით ხვალ ამერიკაში გაემგზავრება.

ერდოღანი 12-13 ნოემბერს ამერიკაში სამუშაო ვიზიტოთ ჩავა.

თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდება და ერთად გაფართოებულ შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

შეხვედრაზე თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ყველა ასპექტი იქნება განხილული. საუბარი შეეხება სირიის თაოსნობით რეგიონალურ და გლობალურ საკითხებს, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაში თანადგომის, თანამშრომლობის და  კოორდინაციის გაძლიერებისათვის გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.

ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი აშშ-ს სავაჭრო პალატის მასპინძლობით გასამართ შეხვედრაზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართავს, მოინახულებს მერილენდის შტატში მდებარე რელიგიურ საქმეთა ცენტრს და შეხვდება თურქეთის მოქალაქეებს, წარმოშობით თურქ ამერიკელებს და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.



მსგავსი ინფორმაციები