თურქეთ-ამერიკის 13 პუნქტიანი ერთობლივი განცხადება

თურქეთ-ამერიკის 13 პუნქტიანი ერთობლივი განცხადება

1290428
თურქეთ-ამერიკის 13 პუნქტიანი ერთობლივი განცხადება

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის დედაქალაქ ანკარაში გამართული პირისპირი და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრების შემდეგ 13 პუნქტიანი „სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შესახებ თურქეთ-აშშ-ს ერთობლივი განცხადება“  გამოქვეყნდა.

განცხადება ასეთია:

1 - თურქეთი და აშშ, NATO-ს ორი ახლო წევრი ამ ურთიერთობებს ადასტურებს.

2 - აშშ-ს ესმის სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოების თაობაზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთება. ორივე ქვეყანა აღიარებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის თაოსნობით ველზე მიმდინარე მოვლენების, საერთო ინტერესების საფუძველზე უფრო ახლო კოორდინაციის საჭიროებას.

3 - თურქეთი და აშშ „ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“ გაგებით NATO-ს ტერიტორიების და ხალხების ყველა საფრთხის წინააღმდეგ დაცვის პირობას ინარჩუნებენ.

4 - ორივე ქვეყანა, ადამიანის სიცოცხლის, ადამიანის უფლებების და რელიგიური და ეთნიკური საზოგადოების დაცვის პირობას კიდევ ერთხელ დებს.

5 - თურქეთი და აშშ სირიის ჩრდილოეთში მოწოდებულია გააგრძელოს DEAŞ -თან ბრძოლის საქმიანობა. ეს მოიცავს ადრე DEAŞ-ის მიერ კონტროლირებად ადგილებში მცხოვრები და შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა და საპატიმრო ცენტრების საკითხებზე სათანადოდ გასახორციელებელ კოორდინაციას.

6 - თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციების სამიზნე მხოლოდ ტერორისტული ელემენტები და ამ ელემენტების კუთვნილი თავშესაფრები, საცეცხლე წერტილები, აღჭურვილობები უნდა იყოს.

7 - თურქული მხარე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თურქული ძალების მიერ კონტროლირებად უსაფრთხო ზონაში ყველა მაცხოვრებლის სიცოცხლე და უსაფრთხოება და ხაზს უსვამს იმას, რომ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს, რომ არ დაზიანდეს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

8 - ორივე ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სირიის კონფლიქტის გაეროს უშიშროების საბჭოს ნომერ 2254 რეზოლუციის შესაბამისად დასრულების გაეროს ლიდერობით პოლიტიკური პროცესის მიმართ.

9 – ორივე მხარე შეთანხმდა თურქეთის, YPG-ს მძიმე შეიარაღების შეგროვების და YPG-ს საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და საბრძოლო პოზიციების განადგურების ჩათვლით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთების აღმოსაფხვრელად უსაფრთხო ზონის შექმნის გაგრძელების მნიშვნელობასა და ფუნქციონალურობაზე.

10- უსაფრთხო ზონა პირველ რიგში თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იქნება და ორივე მხარე უსაფრთხო ზონის ყველა ასპექტთით განხორციელებაში კოორდინაციას გაზრდის.

11- თურქული მხარე ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ იმ პირობით შეაჩერებს თუ YPG უსაფრთხო ზონას 120 საათში დატოვებს. ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ ამ გაყვანის დასრულების შემდეგ შეწყდება.

12 - როდესაც შეჩერდება ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ აშშ, 'Blocking Property and Suspending Entry of Certain Persons Contributing to the Situation in Syria' -ს სახელწოდების 2019 წლის 14 ოქტომბრის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად დაწესებულ სანქციებზე არ დამატებასა და კონგრესში შესაბამისი სამუშაოების და კონსულტაციების ჩატარებით გაეროს უშიშროების საბჭოს ნომერ 2254 რეზოლუციის შესაბამისად სირიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის მიღწეული წინსვლის ხაზგასმის საკითხს თანხმდება. როდესაც ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მე -11 პუნქტის შესაბამისად შეჩერდება, ზემოხსენებული საპრეზიდენტო განკარგულებით დაწესებული სანქციები გაუქმდება. "

13 -  ორივე მხარე იღებს ვალდებულებას ერთად იმუშაონ ამ განცხადებაში აღწერილი ყველა მიზნის მისაღწევად.



მსგავსი ინფორმაციები