ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

1276310
ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შირნაქის დაბა,  იდილში რეგიონის ჟანდარმერიის და სპეცრაზმის მიერ განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში კიდევ სამი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. რეგიონში ოპერაციები ამჟამადაც გრეძლდება. მეორეს მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ „ქირან“ 1  (გამანადგურებელი) „ქირან“ 2 და „ქირან“ 3 ოპერაციების ფარგლებში მთლიანობაში 43 ტერორისტი იქნა განეიტრალებული რა, მათგან ორი ტერორისტი რუხი ფერის სიაში ძებნილი ლიდერთაგანი გახლავთ. აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში ასევე ტერორისტების თავშესაფარი გამოქვაბულები, იარაღები და სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალებიც იქნა განადგურებული.

თურქეთის მხრიდან, PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული  ანტიტერორისტული ოპერაციები საზღვრის მიღმაც გრძელდება. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ერაყში ოპერაცია „კლანჭი“-ს პარალელურად ავაშინის რეგიონში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციის დროს კიდევ სამი PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

 



მსგავსი ინფორმაციები