ანტიტერორისტული ოპერაციები ისევ გრძელდება

ანტიტერორისტული ოპერაციები ისევ გრძელდება

1268267
ანტიტერორისტული ოპერაციები ისევ გრძელდება

მუშის პერიფერიაში შენიაილაში რეგიონის ჟანდარმერიის სარდლობის ჯგუფების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელშიც საჰაერო ძალებიც იღებდნენ მონაწილეობას, ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

ოპერაციის დროს ასევე ამოღებული იქნა ტერორისტების კუთვნილი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ჰაქქარის რაიონის ჩუქურჯას პერიფერიაში წარმოებული ოპერაციის დროს 2 ტერორისტი გაანეიტრალეს.

ამასთანავე, მარდინში დაკავებული იქნა მეტროპოლებში აფეთქებების მოწყობისა და ტყის ხანძრების გაჩენის მიზნით გამოგზავნილი სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წევრი 2 ტერორისტი.

გაშიფრული იქნა PKK/KCK-ს მოქმედებები და მათ წინააღმდეგ გუშინ ოპერაცია ჩატარდა.

ოპერაციის შედეგად ტერორგანიზაცია PKK/KCK-PYD/YPG-ს მხრიდან თურქეთში თავდასხმების მოსაწყობად გაწვრთნილი და ქვეყანაში გამოგზავნილი 2 ტერორისტი დააკავეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტები ტერაქტების მოსაწყობად და ტყის ხანძრების გასაჩენად სამზადისს ეწეოდნენ.  

დაკავებული ტერორისტები სასამართლოს გადაწყვტილებით დაპატიმრებული და საპატიმროში გადაგზავნილი იქნენ.

ვანის რაიონის გურპინარში PKK-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს კი აღმოჩენილი 3 თავშესაფრიდან საბრძოლო მასალა და საყოფაცხოვრებო ნივთები იქნა ამოღებული

თავშესაფრები და აღმოჩენილი ნივთები განადგურებული იქნა.



მსგავსი ინფორმაციები