ერდოღანმა რუსეთში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტი შეაფასა

ერდოღანმა რუსეთში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტი შეაფასა

1260637
ერდოღანმა რუსეთში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტი შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზღვრებზე ოპერაციისთვის მზად არის. ერდოღანმა მოსკოვში ვიზიტიდან დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას, ვიზიტის შესახებ და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა რა, აღნიშნა, რომ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში  ტერორისგან თავისუფალი ზონის შექმნის საკითხთან დაკავშირებით, მემბიჯის პოლიტიკას არ დაუშვებენ. „ამჟამად პროცესი გრძელდება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად სამხედრო სამზადისი გვერდზე არ გადაგვიდია. ამჟამად, მთელი საზღვრების გასწვრივ მთელი სამხედრო შემადგენლობით, ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ ოპერაცია. ანკარა-ვაშინგტონს შორის უსაფრთხო ზონის საკითხზე მიდის მსჯელობა. რაც შეეხება რუსეთს, მათთან იდლიბის პროვინციაში რეჟიმის მიერ გახშირებული თავდასხმების შეჩერებაზე ვმუშაობთ. საკითხი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზეც დავაყენეთ დღის წესრიგში. ბატონმა პუტინმა აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ერთად მუშაობაა საჭირო. ჩვენ კი აღვნიშნეთ, რომ  საგარეო, თავდაცვის და სადაზვერვო სამსახურებმა ერთობლივად იმუშაონ,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა თურქეთის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსაც შეეხო და დასძინა: „ჩვენ ყველა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის მომხრენი ვართ.  მათ შორის, DEAŞ-ის, PYD-YPG-ს და  HTŞ-ს წინააღმდეგაც. ჩვენს მიერ იდლიბში ჩამოყალიბებული 12 სადამკვირვებლო პუნქტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პუტინთან შეხვედრაზე რა თქმა უნდა SU-35-ების  და  SU-57-ების საკითხებიც განვიხილეთ.“


საკვანძო სიტყვები: #შეფასება , #ვიზიტი , #რუსეთი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები