დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მონღოლეთში ვიზიტით იმყოფება

მუსტაფა შენთოფი მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გომბოჟა ზანდანშატარს შეხვდა

1244177
დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მონღოლეთში ვიზიტით იმყოფება

ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში მყოფი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი, მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გომბოჟა ზანდანშატარს შეხვდა.

გაფართოებული შეხვედრის დასაწყისში შენთოფმა განაცხადა, რომ პარლამენტებს შორის თანამშრომლობაც გასულ წელში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უფრო ინტენსიური იქნება და ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის უვიზო ვადის ყოველ 6 თვეში 30 დღიდან 90 დღემდე გაზრდის წინადადება წამოაყენა.   

იგი ასევე შეეხო ფეტულაჰის ტერორგანიზაცია FETÖ-ს საკითხს და დასძინა, რომ მონღოლეთში არსებული FETÖ-ს ტერორისტები არა მხოლოდ თურქეთისთვის არამედ მონღოლეთისთვის წარმოადგენენ საფრთხეს.  

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თურქეთის ავიახაზების მიერ ყოველდღიური პირდაპირი რეისების უზრუნველყოფის შემთხვევაში თურქი ინვესტორების სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, სამთო, ჯანდაცვის, ენერგეტიკის და მსგავს სექტორებში ინვესტიციების განსახორციელებლად მონღოლეთში ჩასვლა გაადვილდება.   

მონღოლეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ზანდანშატარმა კი განაცხადა რომ მონღოლეთს ყოველთვის სურდა თურქეთთან ურთიერთობების განვითარება და განსაკუთრებით სურთ ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოება.  

მან ასევე დასძინა, რომ მონღოლეთში არსებულ FETÖ-ს სკოლებთან დაკავშირებით შენთოფის განცხადებებს გაითვალისწინებენ და დაამატა, რომ მონღოლეთში მოქმედი ამ სკოლების წინააღმდეგ ისინიც აწარმოებენ სამუშაოებს.



მსგავსი ინფორმაციები