პრეზიდენტი ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებსაც მართავს

დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტი ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღებით დაიწყო

1226562
პრეზიდენტი ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებსაც მართავს
erdogan g20-2.jpg
erdogan g20-1.jpg

იაპონიის მასპინძლობით ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტი, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, პრემიერ შინზო აბეს მიერ სტუმრების დახვედრითა და ლიდერების ერთობლივი ფოტოს გადაღებით დაიწყო.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთობლივ ფოტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვერდით იდგა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეთინ ალთუნის მიერ Twitter-ით გავრცელებულ დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტის ფოტოში ჩანს, რომ ერდოღანი მაკრონსა და პუტინს ესაუბრება.  

თურქეთის პრეზიდენტმა ამის შემდეგ ლიდერებთან ერთად „ციფრული ეკონომიკის“ სახელწოდების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგად სამუშაო სადილზე გადაინაცვლეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამიტის სამუშაოებთან ერთად ორმხრივი შეხვედრებიც დაიწყო. მან პირველი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი მიიღო და შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდება.

თურქეთის პრეზიდენტი შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. პრესისათვის დახურული შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი.

სამიტის პირველი დღე „კულტურული პროგრამითა და ვახშმით“ დასრულდა, რომელშიც ლიდერები მონაწილეობას მეუღლეებთან ერთად იღებდნენ.

ეს ღონისძიებაც ერთობლივი ფოტოს გადაღებით დასრულდა.

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ სამიტის მეორე დღეს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ პუტინთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს.

 


საკვანძო სიტყვები: #სამიტი , #დიდი ოცეული , #ოსაკა , #იაპონია

მსგავსი ინფორმაციები