ფაჰრეთთინ ალთუნმა გერმანიაში მეჩეთებზე გახშირებული თავდასხმები დაგმო

ფაჰრეთთინ ალთუნმა გერმანიაში მეჩეთებზე გახშირებული თავდასხმები დაგმო

1216682
ფაჰრეთთინ ალთუნმა გერმანიაში მეჩეთებზე გახშირებული თავდასხმები დაგმო

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა გერმანიის ქალაქებიდან,  ბრემენში და კასელში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმები მკაცრად დაგმო. ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სანამ ანტი-ისლამური გამოსვლების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა არ გამოცხადდება, მსოფლიო მშვიდობაზე საუბარიც კი რთულია. გერმანიის ქალაქებიდან ბრემენში და კასელში გასული კვირის ბოლოს მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმები, ყოველდღიურად მზარდი ისლამოფობიური ქმედებების ერთ-ერთი ნაწილია. სამწუხაროდ, დასავლეთი ახალი რასიზმის პირასაა, რომელიც პირველ რიგში დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებაა. ეს ყველაფერი ასევე გლობალურ მშვიდობას და ჩვენ საერთო მომავალსაც  უქმის სერიოზულ  საფრთხეს.  მოდით,  ყველამ ერთად დავდგეთ და ყოველგვარი რასიზმის წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ.“



მსგავსი ინფორმაციები