ერდოღანი: „ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობა უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის სულისკვეთებას“

ერდოღანი: „ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობა უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის სულისკვეთებას“

1199314
ერდოღანი: „ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობა უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის სულისკვეთებას“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,    სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალურ ოფისში  გამართულ ტრადიციულ ელჩების იფთრის (სამარხო ვახშამი) პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა და  განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობა უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის სულისკვეთებას. ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის რუსეთისგან შესასყიდი „S-400“-ის ტიპის  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კამათს შეეხო და  განაცხადა: „ჩვენი სურვილია, ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობა   ალიანსის სულისკვეთებას შეესაბამებოდეს. ჩვენ 60 წელია უკვე ნატოს წევრი ქვეყანა ვართ.  ალიანსისათვის შესაბამისი გადასახადების გადამხდელი აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა ჩვენ ვართ. ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა, ნატოს მისიაში ყოველთვის აქტიურად იღებს მონაწილეობას. ამიტომ, S-400-ები ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ყველამ გაგებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს.“



მსგავსი ინფორმაციები