ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თურქეთსა და ერაყს შორის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1191486
ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თურქეთსა და ერაყს შორის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით განაცხადა: „სავიზო რეჟიმი მუდმივი არ არის, როცა დრო მოვა სავიზო რეჟიმს ჩვენი ძმებისთვის ისევ გავაუქმებთ.“

ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩასულმა მინისტრმა ჩავუშოღლუმ ბასრას გუბერნატორ ესად ალ იდანისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთმა უსაფრთხოების მიზნით ერაყის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ისევ აამოქმედა.

მინისტრის თქმით, სავიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ერაყიდან თურქეთში ჩამოსული ადამიანების რაოდენობა 1 მილიონზე მეტი იყო და 2018 წლის შემდეგაც თურქეთში 1 მილიონზე მეტი ერაყელი ჩამოვიდა.

მან ასევე დასძინა, რომ ბასრაში თურქეთის საკონსულოს გახსნის შემდეგ ერაყელებს ვიზის ასაღებად ბაღდადში წასვლა აღარ დასჭირდებათ და დაამატა: „სავიზო რეჟიმი მუდმივი არ არის. აქ (ერაყში) როცა ყველაფერი კარგად იქნება ჩვენც ამას გადავხედავთ. როცა დრო მოვა სავიზო რეჟიმს ჩვენი ძმებისთვის ისევ გავაუქმებთ.“



მსგავსი ინფორმაციები