ჩავუშოღლუ საბერძნეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ჩავუშოღლუ საბერძნეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

1118159
ჩავუშოღლუ საბერძნეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ინტერესების დაცვას აგრძელებენ. ჩავუშოღლუ ჟანდარმერიის  და სანაპირო დაცვის აკადემიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა რა დროსაც საბერძნეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა. „ეგეოსის ზღვაში ყველაფერს რაც ხდება, თავის ნებაზე ვერ დავტოვებთ. თქვენ, თავდაცვის მინისტრის სახელით  ერთი განებივრებული  ბავშვი გყავთ, რომელსაც თქვენც ‘განებივრებული’ ასე მოიხსენიებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მაგ თქვენ განებივრებულ  ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ჩვენი უსაფრთხოების ძალების მხრიდან  რაიმე სახის უსიამოვნო ქმედება არ მოხდეს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის საგარეო პოლიტიკის კურსზეც ისაუბრა რა დროსაც განაცხადა: „ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ყოველთვის  ბალანსირებულია კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე. ზოგიერთები გვეკითხებიან, რუსეთს ზედმეტად ხომ არ დაუახლოვდით? შუა აზიაში თურქული საბჭო ხომ არ ჩამოგიყალიბებიათ? როგორც ახო აღმოსავლეთს ასევე,   სპარსეთის ყურესაც დიდ უპირატესობას ანიჭებთ, ისლამური პოლიტიკის გატარებას ცდილობთ? ჩვენ გავშორდებით? რომლების მიმართაც ჩვენი პასუხი ასეთია; კარგით მაგრამ მაშინ როდესაც თქვენ, იქ იმყოფებით რაიმე სახის პრობლემა არ იქმნება და ჩვენი იქ ყოფნით რატომ უნდა შეიქმნას რაიმე სახის პრობლემა? საერთაშორისო თანამშრომლობაში მუდმივი მტერი და მუდმივი მოყვარე არ არსებობს. ჩვენ, როგოც ეგეოსის ასევე ხმელთა შუა ზღვაში ჩვენს ინტერესებს ვიცავთ და დავიცავთ კიდეც. ამიტომ ნურავის დაავიწყდება ჩვენი პარლამენტის ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რა, ყველამ საკუთარი პოზიცია სწორად დაიჭიროს რათა, არა სასიამოვნო ქმედებები არ მოხდეს.“



მსგავსი ინფორმაციები