ერდოღანმა გაერო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

ერდოღანი: "მსოფლიო ხუთზე დიდია"

1114060
ერდოღანმა გაერო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში და გაეროში სამართლიანობა არ არის. ერდოღანმა ამის შესახებ, ბეშთეფეს კულტურის და კონგრესის ცენტრში, თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს (TÜBİTAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TUBA) დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუსლიმანებს თავიანთი მომავლის და კაცობრიობის საერთო ღირებულებების შესახებ სიტყვის თქმის უფლებაც კი არ ეძლევათ. „1,7 მილიარდიან ისლამურ სამყაროს, გაეროს უშიშროების საბჭოზე მუდმივი წარმომადგენელი არ ჰყავს. ეს კი იმაზე მიუთითებს თუ რაოდენ სამართლიანია აღნიშნული საბჭო. სწორედ ამიტომ ვაცხადებ ხშირად ‘მსოფლიო ხუთზე  დიდია.’ ყველაფერი მისი მუდმივი ხუთი წევრიდან ერთ-ერთის დამოკიდებულებაზეა დაკავშირებული. ამიტომ, ნურავინ ელოდება გაეროს უშიშროების საბჭოდან და გაეროსგან სამართალს. ისლამური სამყარო უმწეობის სინდრომს განიცდის. ამიტომაა, რომ თურქეთი ბოლო 16 წლის განმავლობაში საკუთარ ფეხზე დადგომას ცდილობს რათა, არ იყოს სხვაზე დამოკიდებული. ჩვენ უკვე იმპორტიორი კი არა ექსპორტიორი ქვეყანა გავხდით. სწორედ ამ თვალსაზრისით თურქეთი, სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა სხვაზე დამოკიდებულება მთლიანად დაასრულოს,“ აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები