ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ოფიციალური შეხვედრების გასამართად გუშინ საღამოს ანკარაში ჩავიდა

1110269
ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ოფიციალური შეხვედრების გასამართად გუშინ საღამოს ანკარაში ჩავიდა.

როჰანის აეროპორტში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და სხვა უფლებამოსილი პირები დახვდნენ.

თურქეთ-ირანის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და როჰანის თავმჯდომარეობით 20 დეკემბერს დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება.

როჰანის ვიზიტის დროს სათანადო მინისტრების მონაწილეობით გასამართ საბჭოს შეხვედრაზე თურქეთსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები ყველა კუთხით იქნება განხილული.

შეხვედრაზე ასევე მოხდება ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარება.  

ჰასან როჰანიმ ანკარაში გამგზავრებამდე თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თურქეთ-ირანის ურთიერთობები შეაფასა.

„თურქეთს, როგორც მეზობელ, მეგობარ და რეგიონში გავლენის მქონე ქვეყნას, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს... თურქეთთან ძალზედ ბევრი ისტორიული, კულტურული და რელიგიური საერთო წერტილი გავქვს. თურქეთის და პირადად (პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ) ერდოღანის ბოლო თვეებში, ამერიკის შეერთებული შტატების შეთქმულების წინააღმდეგ, ირანის საკითხზე გამოჩენილი ქმედებები ძალიან კარგი და ზუსტი პოზიცია იყო.“-აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა
 


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #თურქეთი , #პრეზიდენტი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები