ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

1096141
ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეიკრიბა

ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ შეიკრიბა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქვეყნის მიერ პროექტი ტერორგანიზაციების FETÖ/PDY (ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა) და PKK/KCK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს ტერორგანიზაციად არ მიღება ზიანს აყენებს ტერორიზმთან ბრძოლას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ სირიასა და ერაყში ტერორგანიზაციების არსებობით გამოწვეული, თურქეთის სამხრეთის საზღვრის მიმართ საფრთხის წინააღმდეგ მოქალაქეების სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბრძოლა უწყვეტად და მტკიცედ გაგრძელდება.

"(შეხვედრაზე) სირიაში პრობლემის საბოლოოდ მოგვარების მიზნით გაეროს მეთვალყურეობით ასამუშავებელი საკონსტიტუციო კომიტეტის რაც შეიძლება მალე შექმნით დადგენილი სამოქმედო გეგმის ამოქმედების მნიშვნელობაზე გაიმართა საუბარი. ამისათვის მხარეებს გონივრულად და სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდეს. ხაზგასმით აღნიშნა რომ სირიაში თვალს არ დახუჭავენ რაიმე სახის იძულებაზე და გამოყენებული იქნება თავდაცვის უფლება." - ნათქვამია განცხადებაში.


ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემქმნელი ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს ერაყში არსებობის წინააღმდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან წარმოებული ოპერაციები გაგრძელდება და  PKK/KCK და დაეშ-ის მსგავსი ყველა ტერორგანიზაციის წინააღმდეგ თურქეთი ერაყის ხალხისა და მთავრობის გვერდითაა.

განცხადების მიხედვით,  შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკის უფლებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო მოვლენებს არ დაუშვებენ.



მსგავსი ინფორმაციები