სტამბოლის აეროპორტიდან პირველი გეგმიური რეისი შესრულდა

სტამბოლის აეროპორტიდან პირველი დაგეგმილი რეისის შესასრულებლად ანკარის მიმართულებით გაფრინდა

1078858
სტამბოლის აეროპორტიდან პირველი გეგმიური რეისი შესრულდა

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი კოდით "TK 2124", სტამბოლის აეროპორტიდან პირველი დაგეგმილი რეისის შესასრულებლად ანკარის მიმართულებით გაფრინდა.

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანისა და ზოგიერთი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით 29 ოქტომბერს გახსნილი სტამბოლის აეროპორტიდან აფრენილი პირველი დაგეგმილი რესის შემსრულებელი თვითმფრინავი ანკარის ესენბოღას აეროპორტში აეროპორტში 11.32 საათზე დაეშვა.

ამავდროულად, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჯაჰით თურანმა, აეროპორტში რეგისტრაცია გაიარა, სიმბოლური ბილეთი აიღო და ზოგიერთი მგზავრის ბილეთის კონტროლის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც სამეთვალყურეო კოშკიდან თვითმფრინავის აფრენის მითითება გასცა.  

თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის ავიახაზების გენერალური დირექტორი, ბილალ ექში, სახელმწიფო საჰაერო მოედნების გენერალური დირექტორი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ფუნდა ოჯაქი, სტამბოლის Grand Airport-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ქადრი სამსუნლუ და პრესის მრავალი წარმომადგენელი.



მსგავსი ინფორმაციები