თურქეთი მზად არის ერაყის ახალ ხელისუფლებასთან სამუშაოდ

თურქეთმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ერაყის ახალ ხელისუფლებასთან სამუშაოდ

1076327
თურქეთი მზად არის ერაყის ახალ ხელისუფლებასთან სამუშაოდ

თურქეთმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ერაყის ახალ ხელისუფლებასთან სამუშაოდ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ თურქეთი, ერაყის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა აღმშენებლობის საკითხებში, ნდობის მიმღებ ერაყის ახალ მთავრობასთან სამუშაოდ მზად არის.  

აქსოიმ, ერაყის ახალი მთავრობის პარლამენტის მიერ დამტკიცების თაობაზე სამინისტროსათვის დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა.

აქსოიმ იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა მეგობარი და მოძმე ერაყელი ხალხისათვის სასიკეთო იქნება. 

 „იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა წლების მანძილზე დიდი ტკივილისა და სირთულეების გამომვლელი ერაყელი ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ნაბიჯებს გადადგამს. გვჯერა, რომ ამ ასპექტში ერაყის მოსახლეობის ყველა ფენის მომცველი ღონისძიებები წვლილს შეიტანს ერაყის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში... თურქეთი, ერაყის მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, აღმშენებლობის საკითხებში, ნდობის მიმღებ ერაყის ახალ მთავრობასთან სამუშაოდ მზად არის.“-აღნიშნა აქსოიმ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები