ჩავუშოღლუმ FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა
ჩავუშოღლუმ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა
![ჩავუშოღლუმ FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/d7b9/f4ff/1e3e/5bd023a246e79.jpg?time=1718424748)
საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან (AA) ფეტულაჰის ტერორგანიზაია (FETÖ)-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა: „დღემდე 30-ზე მეტმა ქვეყანამ FETÖ-ს სკოლები, ორგანიზაციები და ასოციაციები დახურა. მეორეს მხრივ, ოცამდე ქვეყანაში ფონდმა „მაარიფ“-მა ეს სკოლები გადაიბარა. აფრიკაში, აზიაში არის ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ და რომლებთანაც ამჟამად ვმუშაობთ. ამ ქვეყნებში საუბარია ასევე ფონდ „მაარიფი“-ს მიერ ამ სკოლების გადაბარებაზე. მომდევნო დღეებში ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონიდან ზოგიერთ დადებით შედეგს მივიღებთ.“
მინისტრის თქმით, პრიორიტეტებიდან ერთ-ერთია საზღვარგარეთ მოქმედი FETÖ-ს წევრების თურქეთში ჩამოყვანა.
მისივე განცხადებით, დღემდე 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან პირები თურქეთში ჩამოიყვანეს და მომდევო პერიოდშიც ეს საქმიანობა გაგრძელდება და მათ სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
მევლუდ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობას ბალკანეთშიც გააგრძელებენ და დაამატა: „ალბანეთში ნათლად ჩანს, რომ FETÖ ძალიან ძლიერია, განვაცხადეთ, რომ გავლენა აქვს პოლიტიკაზეც, ამას ვხედავთ. ეს დავინახეთ ზოგიერთი მოვლენის დროს.“
მსგავსი ინფორმაციები
![მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/3481/182a/3d8b/666ac8d23de36.jpg?time=1718424748)
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა
მადრიდში, თურქეთ-ესპანეთის მე-8 მთავრობათაშორისი „ბიზნეს ფორუმი“ გაიმართა