ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1072913
ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სირიაში მიმდინარე მოვლენების და საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საკითხები იქნა განხილული. ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს პასტორ,  ენდრიუ ბრენსონის გათავისუფლებასთან  დაკავშირებით სასამართლო პროცესის და  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით საკითხებიც  განიხილეს.  ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს მიმდინარე წლის 17 სექტემბერს სოჭში, თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები