პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტი შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა 27-28 სექტემბერს გერმანიაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერით“ შეფასებები გააკეთა

1059851
პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტი შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა 27-28 სექტემბერს გერმანიაში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერით“ შეფასებები გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, გერმანიასთან ურთიერთობების განახლება ხდება და ბერლინში სახელმწიფო ვიზიტით ბევრ სფეროში დიალოგის გააქტიურების საშუალება მიეცათ.

„ვიზიტის დროს თანამშრომლობის მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხზე პატივცემულ კანცლერ, მერკელთან, აზრთა ერთიანობას მივაღწიეთ. გერმანიასთან ახლო წარსულში გადატანილი მტკივნეული პერიოდი უკვე უკან ჩამოვიტოვეთ.“-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.   

ერდოღანმა განაცხადა, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ფეტულაჰის ტერორგანიზაციასთან (FETÖ) და მის განშტოებებთან ბრძოლისათვის საკონსტიტუციო მექანიზმი, საგანგებო მდგომარეობა, 24 ივნისის არჩევნებით გაუქმდა, საპრეზიდენტო მთავრობის სისტემის ამოქმედებით ქვეყანა რეფორმებისა და წინსვლის გზაზე გავიდა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის პროცესში რეფორმები გაგრძელდება და (თურქეთის მოქალაქეებისთვის) ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დარჩენილ 6 კრიტერიუმი უმოკლეს დროში შესრულდება.

„ვიზიტის დროს კიდევ ერთი საკითხის, სირიაში ომის დასრულების, განხილვისას გამოჩნდა, რომ ამ თემაზე გერმანიის მსგავსი შეხედულება გვაქვს. გერმანიის მიერ სირიის საკითხზე განსაკუთრებით მისი ჰუმანიტარული მხარის მიმართ გამოჩენილი სენსიტიურობის გამო თურქეთი კმაყოფილებას გამოხატავს“-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.  

თურქეთის ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიასა და თურქეთს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში არსებულ ურთიერთობებზე და დასძინა, რომ ამ კავშირის სიძლიერე ორ ქვეყანას შორის არსებული საგარეო ვაჭრობის ციფრებიდანაც ჩანს და თურქეთს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება სურს.  

მისივე განცხადებით, გერმანელი მეწარმეების მიერ 2003 წლიდან დღემდე თურქეთში 9 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიციის განხორციელება, ორმხრივი სავაჭრო მოცულობის ბოლო 7 თვეში 13%-ზე მეტით გაზრდა ნათლად აჩვენებს სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალს და დაამატა: „ჩვენი გერმანელი მეგობრებისგან გვსურს  თურქეთისადმი, თურქეთის ეკონომიკისადმი, ჩვენი ქვეყნის მომავლისადმი დნობა გააგრძელონ.“



მსგავსი ინფორმაციები