პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში იმყოფება

პრეზიდენტმა თურქულ და მუსლიმურ საზოგადოებებს სიტყვით მიმართა

1055480
პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში იმყოფება

აშშ-ში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში, თურქეთ-ამერიკის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე თურქულ და მუსლიმურ საზოგადოებებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში თავშეფარებული სირიელებიდან 260 ათასი სამშობლოში დაბრუნდა და დაამატა: „ისევე როგორც იდლიბის ბოლო კრიზისის დროს, იმისათვის, რომ ერთი სამოქალაქო პირიც კი არ დაშავებულიყო, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა გავწიეთ. ასევე დავიწყეთ ამ ძალისხმევის ნაყოფის მიღებაც... ღმერთმა ქნას მომდევნო პერიოდში მდინარე ევფრატის ჩათვლით, სირიაში უსაფრთხო რეგიონების გაზრდას გავაგრძელებთ. მანამდე გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამდე ჩვენი ქვეყნის მიმართ ტერორის საფრთხე არ მოისპობა და სირიაში არ ამოიძირკვება ბანდები, რომლებიც სირიის მომავალს ანადგურებენ... ჩვენს პირველ ყიბლას იერუსალიმს, ოკუპანტების და პალესტინელების მიმართ სახელმწიფო ტერორის განმხორციელებელთა ამბიციის ამარა არ დავტოვებთ. ისრაელისა და ამერიკის ხელისუფლების იერუსალიმის პატივის შემლახველი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას დიპლომატიაში უმაღლეს დონეზე გავაგრძელებთ... ყველა ამ პრობლემის ჩიხში მოქცევაში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მსგავსი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორი ორგანიზაციის უუნარობას რა თქმა უნდა ვაღიარებთ. ეს ორგანიზაციები ვიცით რომ სტრუქტურის შესაბამისად უმეტეს წილად გლობალური მშვიდობის მაგიერ ზოგიერთი ძალის ინტერესების დაცვას ემსახურებიან.“      

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კმაყოფილებით შეხვდნენ ამერიკელი მუსლიმების ბოლო პერიოდში პოლიტიკითა და არჩევნებით დაინტერესების გაზრდას.

ერდოღანი ასევე დაესწრო „TÜRKEN-ის ფონდის ტრადიციულ გალა ვახშამს“. აქ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა: „ყოველდღიურად იმის წინაშე რის მოწმენიც ვხდებით, როგორც ჩვენი ადამიანობა ასევე ძმობა, გამოცდის წინაშე დგება. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის მეცნიერებისა და სიბრძნის ცენტრ უძველეს ქალაქებს დღეს სისხლითა და ცრემლებით იხსენებენ. მოსულის ბიბლიოთეკა დამპყრობთა ხელში ნანგრევებად გადაიქცა. ბაღდათის ბიბლიოთეკის ხაზინა ათასობით უიშვიათესი წიგნი ან განადგურდა ან მოიპარეს და საზღვარგარეთ გაიტანეს. დღეს რაოდენ მწარეა ალეპოს, დამასკოს, ჰამას, ტრიპოლის, სანას დღის წესრიგში აქ არსებული შეტაკებებით დგომა... დაეშ-ელი და PKK-ელი ტერორისტების წინააღმდეგ თურქეთის ლეგიტიმური ოპერაციების გამკრიტიკებელნი, სახელმწიფო ტერორის განმხორციელებელი რეჟიმებისა და ხელისუფლებების წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც კი არ დგამენ... ყველა შესაძლებლობის დროს თურქეთის გამკრიტიკებელნი როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ისრაელის მიერ ჩადენილ მკვლელობებს სამწუხაროდ თაროზე დებენ... ქიმიური იარაღით რამდენი ადამიანი მოკვდა? ასი, ორასი, სამასი, ხუთასი, ათასი, ორი ათასი, ხუთი ათასი. კარგით კონვენციური იარაღით რამდენი ადამიანი მოკვდა? ასი ათასობით. ამ ტერიტორიაზე, სადაც კონვენციური იარაღით ასი ათასობით ადამიანი მოკვდა. კონვენციური იარაღის გამომყენებლების წინააღმდეგ თქმული რამ გსმენიათ? - განცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები