ერდოღანმა ზარიფი მიიღო

ზარიფინ ჩავუშოღლუსთანაც გამართა პირისპირ შეხვედრა

1040056
ერდოღანმა ზარიფი მიიღო
zarif-cavusoglu.jpg

თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს,  ანკარაში მყოფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯევად ზარიფი მიიღო. ანკარაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესისათვის დახურულ შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა. ზარიფის ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ იგი თავის თურქ კოლეგა ჩავუშოღლუსაც პირისპირ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯევად ზარიფთან ერთად სირიაში მიმდინარე მოვლენების ჩათვლით სხვა აქტუალური საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ“.



მსგავსი ინფორმაციები