პრეზიდენტმა ერდოღანმა იმრან ჰანს გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი პაკისტანში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ იმრან ჰანს ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა

1023660
პრეზიდენტმა ერდოღანმა იმრან ჰანს გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი, პაკისტანში ფედერალური და შტატების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ იმრან ჰანს ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.

პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, ერდოღანმა საუბრის დროს არჩევნებში გამარჯვების გამო პაკისტანის სამართლიანობის მოძრაობის ლიდერს იმრან ჰანს მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა.   

იმრან ჰანმა პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი წარმოჩენილი ლიდერობით მაგალითს წარმოადგენს მთელს ისლამურ სამყაროში.



მსგავსი ინფორმაციები