აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოხმაურება თურქეთშიც მოჰყვა

აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოხმაურება თურქეთშიც მოჰყვა

966850
აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოხმაურება თურქეთშიც მოჰყვა

ამერიკის შეერთებული შტატების ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გამოხმაურება თურქეთშიც მოჰყვა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არასტაბილურობასა და ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს.

საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ქალინმა დასძინა, რომ თურქეთი ყველა სახის ბირთვული იარაღის წინააღმდეგ პოზიციას ისევ იკავებს და დაამატა: „ირანთან ბირთვული შეთანხმება სხვა (ხელმომწერ) ქვეყნებთან გაგრძელდება.“

ეკონომიკის სამინსიტროს განცხადებით, კი ირანთან ვაჭრობას არ შეზღუდავენ.



მსგავსი ინფორმაციები