პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება

პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება

961418
პრეზიდენტი ერდოღანი უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი აზიაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც უზბეკეთსა და სამხრეთ კორეას მოიცვას, ტაშკენტში ჩავიდა.

თურქეთის პრეზიდენტს უზბეკეთის პრეზიდენტი, შევქეთ მირზიოევი, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით შეხვდა.

ერდოღანი და მირზიოევი პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი კიდევ უფრო განამტკიცონ ურთიერთობები უზბეკეთთან ეკონომიკურ, სამრეწველო, სასოფლო სამეურნეო და ტურიზმის სფეროებში. მან ასევე აღნიშნა: „სავაჭრო ბრუნვა 2017 წელში 1,2 მილიარდი იყო, ახლა კი ერთ ნახევრამდე გაიზარდა. ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ეს რთული არ არის, ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს ნება ორივე მხარეს აქვს.“

თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა უზბეკეთის პარლამენტში და გვირგვინით შეამკობს იასლი ანას და ისლამ კერიმოვის მემორიალებს.

ერდოღანი და მირზიოევი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთ-უზბეკეთის საქმიან ფორუმში.

რეჯებ თაიპ ერდოღანი ტაშკენტში ვიზიტის დასრულების შემდეგ სამშაბათს ბუხარაში გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს თან ახლავს მინისტრები და ბიზნესმენები.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #თურქეთი , #უზბეკეთი

მსგავსი ინფორმაციები