პრეზიდენტი ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

პრეზიდენტი ერდოღანი ანკარაში ვიზიტით მყოფ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს შეხვედა

943829
პრეზიდენტი ერდოღანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ანკარაში ვიზიტით მყოფ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში პრესისათვის დახურულად გაიმართული შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.

შემდეგ თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინის მიერ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით თურქეთში ჩამოსვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა.

ერდოღანის განაცხადებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 32%ით გაიზარდა და მათი მიზანი 100 მილიარდი დოლარია.

მისივე თქმით აქქუიუს ბირთვული სადგურის პირველი ეტაპის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება და მასზე 20 მილიარდზე მეტი დოლარი დაიხარჯება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთ რუსეთ ირანის სამმხრივ სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა "ხვალ ჩვენი ირანელი კოლეგის მონაწილეობით გასამართ სამმხრივ სამიტზე ასტანის მოლაპარაკებების საკითხზე მოსაზრებების გაზიარების სხვაგვარი ფორმით განხილვის შესაძლებლობა გვექნება."

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მიეცა საშუალება პუტინისთვის თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინის ოპერაციის შედეგები გაეცნო „ხაზგასმით აღვნიშნე ოპერაციის ჩვენი მეზობელი სირიის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მნიშვნელობა. სირიის მომავალი ისეთი მნიშვნელოვანია რომ მას დეაშ-ის YPG-ს (სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება) მსგავს ტერორგანიზაციებს ვერ დაუტოვებენ“- განცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა რუსეთისგან შესაძენი S-400-ს რაკეტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩაბარების თარიღი წინ გადმოიწვეს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა პუტინმა კი აღნიშნა, რომ ერდოღანთან ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონალური საკითხებიც განიხილეს, სხვადასხვა საკითხებში ახალი შეთანხმებებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს მოსამზადებელი სამუშაოების მითითება მიეცა და განზრახული აქვთ ორმხრივი ინვესტიციების გაზრდა.

პუტინის თქმით, თურქულ ნაკადთან დაკავშირებით ორი სხვადასხვა ხაზი შეიქმნა და მოკლე დროის შემდეგ ხმელეთზეც დაგების პროცესზე გადავლენ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, S-400 სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებული შეთანხმების ამოქმედება განიხილეს და გადმოცემის თარიღის წინ გადმოწევის გადაწყვეტილება მიიღეს.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #თურქეთი , #ირანი , #სამიტი

მსგავსი ინფორმაციები