ერდოღანი ისტორიული ვიზიტი იწყება

ერდოღანი ისტორიული ვიზიტი იწყება

903031
ერდოღანი ისტორიული ვიზიტი იწყება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  დღეს და ხვალ ვატიკანს და რომს ეწვევა. იგი ვატიკანში კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერ, პაპა ფრანცისკეს, ხოლო რომში,  იტალიის პრეზიდენტ,  სერჯიო მატარელას შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ფრანცისკეს შორის გასამართ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა, თურქეთ-ვატიკანის ურთიერთობა,  იერუსალიმის საკითხი და სირიაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი  იქნება. ერდოღანის ეს ვიზიტი, თურქეთის მხრიდან ვატიკანში პრეზიდენტის რანგში 59 წლის შემდეგ განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება. თურქეთის პრეზიდენტი ვატიკანის ვიზიტის შემდეგ, რომში გადაინაცვლებს სადაც თავის იტალიელ კოლეგა,  სერჯიო მატარელას სამუშაო ვახშამზე შეხვდება. შემდეგ კი იტალიის პრემიერმინისტრ, პაოლო ჯენტილონისთანაც გამართავს შეხვედრას რომელზეც,  თურქეთ-იტალიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის საკითხები  და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებიც იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები