ზეთისხილის რტოს ოპერაცია

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ოპერაციის მეთორმეტე დღეს გავრცელდა ახალი განცხადება

900477
ზეთისხილის რტოს ოპერაცია

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა (TSK) ზეთისხილის რტოს ოპერაციის ფარგლებში  გაანეიტრალა 712  PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ელი ტერორისტი.  

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, ოპერაციის მეთორმეტე დღეს გავრცელდა ახალი განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ    საჰაერო ძალების მხრიდან წარმართული ოპერაციით განადგურდა ტერ-ორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ თავშესაფრები, საბრძოლო მასალის შესანახი საცავების ჩათვლით 22 სამიზნე. მოვალეობის შესრულების შემდეგ თვითმფრინავები უვნებლად დაბრუნდნენ ბაზებში.
რეგიონიდან მიღებული ინფორმაციების ცნობით, ზეთისხილის რტოს ოპერაციის ფარგლებში განეიტრალდა  63 PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ელი ტერორისტი. ოპერაციის დაწყებიდან კი, მათი რაოდენობა უტოლდება  712-ს. განცხადებით, დაგეგმვისა და ოპერაციის ფარგლებში სამიზნე გახდა და განადგურდა მხოლოდ ტერორისტების თავშესაფრები, საცავები, იარაღების აღჭურვილობა. ყველანაირი ყურადღება და მგრძნობიარობა იქნა გამოჩენილი რათა არავითარი დაზიანება არ განიცადონ სამოქალაქოებმა და უდანაშაულო ადამიანებმა.

ასევე აღინიშნა, რომ წარმატებით და დაგეგმილი სახით მიმდინარეობს ზეთისხილის რტოს ოპერაცია საჰაერო, და ქვეითი ძალების მხარდაჭერით.



მსგავსი ინფორმაციები