ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გრძელდება

გენშტაბი ოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

898464
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სირიის აფრინის რეგიონში PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ორი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 11 კი დაშავდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში ასევე ორი თავისუფალი სირიის არმიის წევრიც დაიღუპა და ოთხი დაშავდა. გენშტაბი თავის განცხადებაში ასევე იუწყება, რომ PKK/KCK/PYD-YPG-ს  და  DEAŞ-ის  წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მხოლოდ გუშინ კიდევ 53 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში კიდევ 37 ტერორისტი იქნა მოკლული.  ოპერაციის დაწყებიდან დღემდე კი  მთლიანობაში 484 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. აქვე ნათქვამია,  რომ გუშინდელი ოპერაციის დროს, ტერორისტების 42 სამიზნის დაბომბვის შემდეგ 29 თვითმფრინავი ბაზებზე უვნებლად დაბრუნდა. გენშტაბი თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ აღნიშნული ოპერაცია, გეროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდაცვის რეზოლუციის ფარგლებში მიმდინარეობს რა, ისინი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ამავე განცხადების მიხედვით  ყველა სახის ზომებს ატარებენ  იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას. „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო, რომლის მიზანიც,  რეგიონიდან PKK/KCK/PYD-YPG-ს დაDEAŞ-ის ტერორისტებისაგან გაწმენდაა.



მსგავსი ინფორმაციები