ქალინმა აფრინის ოპერაცია შეაფასა

ქალინმა აფრინის ოპერაცია შეაფასა

898787
ქალინმა აფრინის ოპერაცია შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გაზეთ, „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში, სათაურით:-„მოკავშირეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ თურქეთს გვერდში უნდა დაუდგნენ“,  აფრინის ოპერაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნები აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის შეფასებისას აცხადებენ, რომ  აღნიშნული ოპერაცია თითქოს და დეაშის წინააღმდეგ ბრძოლას აზარალებს, რაც მისი თქმით სიმართლეს არ შეესაბამება. ქალინი ასევე აცხადებს, რომ თურქეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებს მხარი როგორც დაუჭირა, ანალოგიური უნდა გააკეთონ დასავლელმა მოკავშირეებმა ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის, PKK-ს  ან კიდევ  FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის მიმართა. მან „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის შეფასების დროს აღნიშნა, რომ იგი სირიაში არსებულ ყველა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის DEAŞ-ის წინააღმდეგაც. ქალინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაცია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდაცვის რეზოლუციის ფარგლებში მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები