ბოლო ერთ კვირაში პკკ-ს წევრი 17 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრი 17 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

883859
ბოლო ერთ კვირაში პკკ-ს წევრი 17 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წევრი 17 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1-დან 8 იანვრამდე 720 ოპერაცია ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო ერთ კვირაში ჩატარებული ოპერაციების დროს 17 ტერორისტი იქნა განეიტრალებული, მათგან 11 დააკავეს, ექვსი კი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა. 

ოპერაციების შედეგად პკკ-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 112, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 467, დეაშ-თან კავშირში ეჭვმიტანილი 46 და რადიკალურად მემარცხენე დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი 18 პიროვნება დააკავეს.

ნარკო და კონტრაბანდის დანაშაულებების გამო დაკავებულთა რაოდენობა კი 2 ათას 344-მდე გაიზარდა.

ოპერაციების დროს ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.



მსგავსი ინფორმაციები