ერდოღანი ტუნისშია

ერდოღანი აფრიკული ტურის ფარგლებში ოფიციალურ ვიზიტად ეწვია ბოლო გაჩერება ტუნისს

876566
ერდოღანი ტუნისშია

პეზიდენტი რ.თ. ერდოღანი აფრიკული ტურის ფარგლებში ოფიციალურ ვიზიტად ეწვია ბოლო გაჩერება ტუნისს.  

კარტაჯას საერთაშორისო აეროპორტში ერდოღანს დახვდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ქემაიეს ჟინაოის ჩათვლით, რიგი უფლებამოსილები. ერდოღანი, პრეზიდენტის სასახლეში, ტუნისის პრეზიდენტის ელ-ბაცი კაიდ ეს-სიბსის მხრიდან ოფიციალური ცერემონიით მიღების შემდეგ, პირისპირ შეხვედრას გამართავს  ელ-ბაცი კაიდ ეს-სიბსისთან. შეუერთდება წარმომადგენელთა ჯგუფების შეხვედრებს. შეთანხმებებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ჩატარდება ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

ტუნუსის პრეზიდენტი სიბსი ერდოღანს გადასცემს „სახელმწიფო ორდენს“. გამართავს ერდოღანის საპატივსაცემო ოფიციალურ სადილს.

ერდოღანი, წამებულთა ხეივანის მონახულების შემდეგ, კასბაჰის სასახლეში მიიღებს ტუნუსის პრემიერს იუსუფ შაჰიდს. ცალ-ცალკე შეხვდება ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეს მუჰამედ ნასირს, ნაჰდას ლიდერს რეშად ელ-განნუშის, ნიდას გენერალურ მდივანს ჰაფიზ კაიდ ეს-სიბსის, ტუნუსის პროექტის მოძრაობის უფროსს მუჰსინ მერზუკს.   
ერდოღანი, მონაწილეობას მიიღებს თურქეთ-ტუნუსის ეკონომიკურ და საინვესტიციო ფორუმზე.

ერდოღანს ვიზიტის დროს თანამეგზურობას უწევს მისი მეუღლე ემინე ერდოღანი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჰულუსი აქარი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბეკჩი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერატ ალბაირაკი, სურსათის, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა მინისტრი აჰმეატ ეშრეფ ფაკიბაბა, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნუმან ქურთულმუში, ფინანსთა მინისტრი ნაჯი აქბალი, ეროვნული განათლების მინისტრი ისმეთ ილმაზი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნურეტინ ჯანიკლი და ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრი აჰმეტ არსლანი.



მსგავსი ინფორმაციები