თურქი პრემიერი ბანგლადეშს ეწვევა

ვიზიტი 19-20 დეკემბერს განხორციელდება

869541
თურქი პრემიერი ბანგლადეშს ეწვევა

 

თურქეთის პრემიერმინისტრის პრეს სამსახურის ცნობით, ბინალი ილდირიმი ბანგლადეშელი კოლეგის, შეიხ ჰასინას მიწვევით 19-20 დეკემბერს ამ ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამ ვიზიტის ფარგლებში ორივე მხარე ძირითად ყურადღებას ისედაც მაღალ დონეზე არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-გაფართოების და აქტუალურ რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის არაქანელი მუსლიმანების პრობლემებზე გაამახვილებენ. დედაქალაქ დაკკაში დასრულებული შეხვედრების შემდეგ თურქი სტუმარი ბანგლადეშის კოქს ბაზარის რეგიონს ეწვევა, სადაც კომპაქტურად აფარებენ თავს მიანმარიდან გამოქცეული არაქანელი მუსლიმანები და ადგილზევე გაეცნობა რა მათ მდგომარეობას, აქვე მათდამი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საკითხებზე იმსჯელებენ



მსგავსი ინფორმაციები