ერდოღან-აბბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-აბბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

860102
ერდოღან-აბბას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბბასს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანსა და აბბას შორის გუშინ საღამოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს იერუსალიმის სტატუსი და პალესტინაში განვითარებული ბოლო მოვლენები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დრსო ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, პალესტინა 1967 წელს აღიარებული საზღვრებით იქნას ცნობილი. მან ასევე დასძინა, რომ იერუსალიმის და ჰარემ-ი-შარიფის სიწმინდე და ისტორიული სტატუსის შენარჩუნება  ყველა ისლამური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რა, ამ  საკითხთან დაკავშირებით  საერთაშორისო სამართლის  და  გაეროც მიერ მიღებულ რეზოლუციას უნდა დაექვემდებაროს ყველა. პრეზიდენტმა აბბასთან საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი პალესტინისადმი მხარდაჭერას ყოველთვის გააგრძელებს, როგორც ადრე ხდებოდა. მაჰმუდ აბბასმა კი ერდოღანს პალესტინისადმი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები